LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტია მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის მოხვდა

mestia-e1543304478568

ფრანგული გამოცემა ELLE-ს ბრიტანული რედაქცია  წერს, რომ ტურისტული სფეროს ექსპერტებმა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად მიიჩნიეს, საუკეთესო ადგილად კი -მესტია დასახელდა.

სტატიის ავტორი სვანეთში მოგზაურობისას ტურისტებს ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულებას, ხოლო აქტიურ ვიზიტორებს ხალდის მყინვარზე ასვლას და უშბასთან მდებარე ტბების ნახვას ურჩევს. ბრიტანელი ჟურნალისტი აქცენტს სვანურ სამზარეულოზეც აკეთებს და საუკეთესოებს შორის კუბდარს და თაშმიჯაბს ასახელებს.

ELLE-ს ექსპერტები ამბობენ, რომ უმჯობესია, ტურისტებმა საქართველოში მაისში, ივნისში ან სექტემბერში იმოგზაურონ. მათივე რეკომენდაციით, თუ მოგზაურები კახეთში ჩასვლასაც გეგმავენ, მაშინ შემოდგომა საუკეთესო პერიოდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები