მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში დაკარგული ორივე ახალგაზრდა, ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ამ დროისთვის მაშველებს ის ავტომობილი ამოაქვთ, რომლითაც ახალგაზრდები მდინარეში გადავარდნენ.
ორივე ახალგაზრდის ცხედარი მანქანაში იყო.
დაკარგულები ახალგაზრდები ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი არიან. ახალგაზრდები ბეჩოს ხეობიდან მულახში ბრუნდებოდნენ.
ორი ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ძებნის მესამე დღე: ნაპოვნია მდინარეში გადავარდნილი ახალგაზრდების ავტომობილი
ვარაუდობენ, მძღოლს ჩაეძინა ან/და საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა. შემთხვევა 7 ივნისს მოხდა.
ძლიერი წვიმებისა და მთაში თოვლის დნობის გამო, მდინარე დოლრა ადიდებულია. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით კილომეტრნახევარში დოლრა ენგურს უერთდება. სწორედ ამიტომ გაგრძელდა სამაშველო-სამძებრო სამუშაოები.