LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიაში ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

48

მესტიის მუნიციპალიტეტში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 მილიონ 334 ათასი ლარია.

პროექტის ფარგლებში, თეატრის არსებულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მათ შორის, შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები.  ასევე, დაემატება ერთი სართული სასტუმროსათვის. თეატრი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება, მოეწყობა სავენტილაციო სისტემა, სრულიად განახლდება სცენა.

პროექტი, საზაფხულო ამფითეატრის და ღია ავტოსადგომის მოწყობას, შენობის ტერიტორიის კეთილმოწყობას და შემოღობვასაც ითვალისწინებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს ქართული კომპანია შპს ,,დაგი“ ახორციელებს. ადგილზე 50 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g