მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ მესტიაში ნარჩენების გადამტვირთი თანამედროვე სადგური მოაწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სადგური შესაძლებელს ხდის მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდ კონტეინერში ჩატვირთვას და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით მათ რეგულარულ ტრანსპორტირებას ზუგდიდის კეთილმოწყობილ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე.
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ცნობისთვის, ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 314 700 ლარი შეადგინა.