LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

68

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლენჯერის გამგებლის, ვლადიმერ ფილფანის თქმით, მამაკაცი ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს. მისივე ინფორმაციით, შემთხვევა 27 ნოემბერს მოხდა.

მესტიის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g