მესტიაში საერთაშორისო ფილმების მეორე ფესტივალი ჩატარდა. მასში მონაწილეობა 80-მდე კინოხელოვანმა მიიღო, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან 22 ფილმი წარმოადგინეს.
მოკლემეტრაჟიანი კონკურსის ჟიურის წევრებმა ვიმ ვანაკერმა, გელა ბაბლუანმა და სამეჰ ალამ სამი საუკეთესო ფილმი შეარჩიეს.
საუკეთესო ფილმისთვის ქალღმერთი დალის ჯილდო გადაეცა ფილმს “ბესტია” რეჟ: უგო კოვარუბიასი (15 წთ/ 2021/ ჩილე)
ქალღმერთი დალის ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის დაიმსახურა კიმ ტორესის ფილმმა “ღამის ნათება”(14 წთ/ 2022/ კოსტა რიკა)
ქალღმერთი დალის ჯილდო საუკეთესო სამსახიობო ანსაბლისთვის გადაეცა სანდრო სულაძის ფილმს “გუშაგები”(საქართველო)
ასევე, ფესტივალზე გამოვლინდა კრიტიკის რჩეული ფილმები.
კრიტიკის ჯილდო წილად ხვდა ორ ფილმს, ესენი არიან:
“სიტყვების ნაკადი” რეჟ: ელიანე ისტერი(22წთ/ 2021წ/ ნიდერლანდები) და ” გუშაგები” რეჟ : სანდრო სულაძე (2021/ საქართველო)
ჟიურის წევრები გახლდათ კარმენ გრეი და ნინო მხეიძე
ასევე, საუკეთესო პრეზენტაციის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს ჟიურის წევრებმა მარტინა ბლეისმა,ლევან კოღუაშვილმა და ედვინას პუშკამ.
საუკეთესო პრეზენტაცია “ბედის მწერლები” ავტორი: სალომე ვეფხვაძე
მეორე ადგილი მიიღო პროექტმა “ის” ავტორი” გაბრიელ რაზმაძე
აღნიშნული პრეზენტაციის ავტორებს გადაეცემათ კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები.
საუკეთესო ქალი რეჟისორის ნომინაცია მიიღო ანა კვიჭიძემ პროექტისთვის “მკვდრების ზღვა” ,რომელსაც გადაეცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიზი 5000 ლარი.