LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

META მიმდინარე კვირაში თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას გეგმავს

49
Meta

Meta მიმდინარე კვირაში თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას იწყებს – ეს, შესაძლოა, პანდემიის დროს ინდუსტრიის სწრაფი ზრდის შემდეგ სამუშაოების შემცირების ყველაზე ფართომასშტაბიანი ბოლოდროინდელი მოვლენა იყოს.

ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემები: The Wall Street Journal-ი და The New York Times-ი აქვეყნებენ.

გასულ თვეს, Meta-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია კვარტალური მოგების 50%-იანი კლებისა და გაყიდვების ზედიზედ მეორე ვარდნის შესახებ.

როგორც კომპანიამ განმარტა, 2023 წელს მისი ინვესტიციების ფოკუსირებას, მცირე რაოდენობის მაღალი პრიორიტეტული ზრდის სფეროებზე აპირებს.

„ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი გუნდი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაგრამ სხვა გუნდების უმეტესობა არ შეიცვლება ან შემცირდება მომდევნო წლის განმავლობაში.

მთლიანობაში, ჩვენ ველით, რომ 2023 წელი დავასრულოთ ან დაახლოებით იგივე ზომის, ან თუნდაც ოდნავ უფრო მცირე ორგანიზაციის სახით, ვიდრე დღეს ვართ.“ – დაწერა მარკ ცუკერბერგმა ჯერ კიდევ 26 ოქტომბერს.

ცნობისთვის, Meta თვეების განმავლობაში ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა და ხარჯებს ეტაპობრივად ამცირებდა. კომპანიამ Silicon Valley-მ, რომელიც Facebook-ს, Instagram-ს, WhatsApp-სა და Messenger-ს ფლობს, გლობალური ეკონომიკის შენელებისა და გაზრდილი ინფლაციის პარალელურად, „მეტავერსის“ ონლაინ სამყაროს განვითარებაზე, მილიარდობით დოლარი დახარჯა.

Meta უერთდება სხვა ტექნიკურ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლებს ეკონომიკური მიზეზების გამო ათავისუფლებენ. პანდემიის დროს მოთხოვნის გაზრდის პარალელურად, კომპანიებმა მოთხოვნის შესანარჩუნებლად ინვესტიციები განახორციელეს.

Meta-მ 2020 და 2021 წლებში ჯამურად 27 000-ზე მეტი თანამშრომელი აიყვანა, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში კი დამატებით – 15 344.

იმის გათვალისწინებით, რომ Meta-ს აქციები წელს 70%-ზე მეტით დაეცა, კომპანია ეფექტიანობის შესანარჩუნებლად, თანამშრომლების დათხოვნის გზით ხარჯებს ამცირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები