LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიკრძალება თუ არა TikTok აშშ-ში – კანონმდებლებმა კანონპროექტი შეიმუშავეს

138
italy-tells-tiktok-to-block-users-after-death-of-young-girl

ამერიკელი კანონმდებლები სოციალური მედიის აპლიკაცია TikTok-ის აკრძალვის ინიციატივით გამოდიან, რომელიც მოკლე ვირუსული ვიდეოებით არის ცნობილი. მიზეზი ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებია.

კანონპროექტის შემუშავება აშშ-ში ჩინური ტექნიკური გიგანტის ByteDance-ის კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ერთ-ერთი ბოლო აქტივობაა.

გასულ თვეში, FBI-ს ხელმძღვანელმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ჩინეთს შეეძლო აპლიკაციის გამოყენება მომხმარებლებზე ზემოქმედების მიზნით ან მათი ელექტრონიკის გასაკონტროლებლად. აშშ-ის რამდენიმე შტატმა აპლიკაციის გამოყენება სამთავრობო მოწყობილობებიდან აკრძალა.

თაღლითობა თუ შემოსავლის წყარო - რა სარგებელს იღებს TikTok სირიელი დევნილების ვიდეოებით

BBC-ის ცნობით, ლაივ სტრიმების შედეგად, საათში 1000 დოლარამდე (900 ფუნტი სტერლინგი) გამომუშავდება, მაგრამ ბანაკებში მყოფი ხალხი ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილს იღებს.

BBC-ის ცნობით, კანონპროექტს დიდი შანსები აქვს.

TikTok-მა, რომელსაც 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს შეერთებულ შტატებში, გამოხმაურებებს უწოდა „პოლიტიკურად მოტივირებული აკრძალვა, რომელიც არაფერ კარგს არ მოიტანს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის“.

როგორც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის თანამშრომელმა კეიტლინ ჩინმა აღნიშნა, TikTok-ზე პოლიტიკური თავდასხმები მიუთითებს დაძაბულ ურთიერთობებზე აშშ-სა და ჩინეთს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები