LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაეცი მიყვარს“ – ქართველი პოლიტიკოსების ვირუსული ვიდეოები TikTok-ზე: ვინ რა კონტენტს ქმნის და როგორ ჰყვება ტრენდებს

239
334297178_753932406225559_3124693036925238428_n

2020 წლის შემდეგ TikTok-ი საკუთარი ფორმატისა და მაღალი ჩართულობიდან გამომდინარე კვლავაც ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მობილური აპლიკაციის სტატუსს.

ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ის შესანიშნავი გასართობი საშუალებაა არა მხოლოდ მათთვის, ვისაც საკუთარი კონტენტი აქვს შექმნილი, არამედ დაინტერესებული მაყურებლისთვისაც.

მართალია, ბევრი TikTok–ს მხოლოდ გასართობ საშუალებად მიიჩნევს, თუმცა, იგი მრავალფეროვან კონტენტს აერთიანებს.

თუ TikTok-ის „სქროლვა“ გიყვართ, ქართულ კონტენტზე თქვენს ყურადღებას ქართველი პოლიტიკოსებიც აუცილებლად მიიპყრობენ.

როგორც აღმოჩნდა, მათ რიცხვი არც თუ ისე მცირეა.

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე 47 ათასზე მეტი გამომწერით TikTok-ზე მრავალფეროვანი კონტენტით გამოირჩევა. უცნობია, თავად მართავს თუ არა თბილისის მერი არხს, თუმცა მის გვერდზე როგორც პოლიტიკური, ასევე, ოჯახურ ვიდეოებსაც შეხვდებით.

 

@kakha.kaladzeHi Tiktok ??♬ Seaside_demo by SEB – SEB

 

„იყო პროექტი, რომელიც თავიდან ყველამ დაიწუნა, ამიტომ გახდა პროექტი, რომელიც ახლა ყველას მოსწონს“ – ამ შინაარსის ვიდეო, რომელიც რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირს ეხება, ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს, თუმცა მოწონებას მერის არც სხვა ვიდეოები უჩივის. მათ შორის, მეუღლესთან, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან ერთად გადაღებული ვიდეო წარწერით „ანუკის ძალიან უყვარს ოჯახური მომენტების აღბეჭდვა“ და როგორც ჩანს, კახა კალაძეც მშვენივრად ჰყვება ამ „ტრენდებს“.

 

@kakha.kaladzeანუკის ძალან უყვარს ოჯახური მომენტების აღბეჭდვა ?♬ Chiquitita x Twilight – twibytez

„არ გეგონათ, რომ ტიკტოკზეც მნახავდით..?“ – ამ ფრაზით შეუერთდა ცოტა ხნის წინ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ყველაზე პოპულარულ მობილურ აპლიკაციას და გამომწერებს საინტერესო ვიდეოები დაუანონსა.

 

@georgianlabourparty #foryou #natelashvili ♬ original sound – Shalva Natelashvili


შალვა ნათელაშვილმა აპოლიტიკური კონტენტი შექმნა და მეტი ინტერაქციისთვის, გამომწერებს დიეტებზე რჩევაც ჰკითხა.

პოლიტიკოსს ამ დროისთვის, 55 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ვიდეო მისი მეუღლისთვის მიძღვნილ სიურპრიზს აქვს.

 

@georgianlabourparty დაბადების დღეს გილოცავ ბელა ?? #foryou #natelashvili ♬ Happy Birthday to You – Happy Birthday


15 ათასამდე გამომწერი ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ლიდერს. ლევან ხაბეიშვილი ამ პლატფორმასაც პოლიტიკური გზავნილებისთვის იყენებს, თუმცა არც სახალისო კონტენტის შექმნაზე ამბობს უარს და არც იმას მალავს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს.

 

@lkhabe ✅ ამასობაში ვხვეწავთ ტექნიკას და ვზრდით გამძლეობას … ✌?? ↪️ წონის ოპტიმალურ ნორმაში მოყვანა, სწორი კვება და რაც მთავარია დისციპლინა აგიმაღლებთ განწყობას და ბევრად პოზიტიური დღე გექნებათ ? #foryou #for #ფ ♬ original sound – Levan – khabeishvili


მის ყველაზე ნახვად ვიდეოებში კი, ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში „გარეპვა“ მოხვდა.

 

@lkhabe ეს მაკლდა და აგერ “გავრეპე” ?✌? #foryou #for #ფ ♬ original sound – Levan – khabeishvili


გამომწერების რა­ო­დე­ნო­ბით ლიდერთა შორის არის „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია. მას 17 500 გა­მომ­წე­რი ჰყავს.

მისი ვიდეოების ნახვადობით თუ ვიმსჯელეთ, იაგო ხვიჩიას პოლიტიკურ გზავნილებსა და გამოსვლებს Tiktok-ზე დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს.

@iagokhvichiaარ შეიძლება სერიულ მკვლელს უფრო მეტი უფლება ჰქონდეს ვიდრე კანონიერ ქურდს.♬ original sound – იაგო ხვიჩია

 

@iagokhvichia ? ჯარის რეფორმას ვატარებთ და 5 წუთში ამთავრებს პრეზენტაციას მინისტრის მოადგილე. #გირჩი #ჯარი #თავდაცვა #პოლიტიკა #პარლამენტი ♬ original sound – იაგო ხვიჩია

სახალისო და საინტერესო კონტენტს სთავაზობს 9 ათასზე მეტ გამომწერს, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

გასაკვირი არაა, რომ მის არხზე ძირითადად პოლიტიკური იუმორი ჭარბობს.

 

@zurabgirchijaparidze #foryou #foru #simba #girchi ♬ son original – ????????

 

@zurabgirchijaparidze დიაგნოზი #ვინ #უღალატა #სააკაშვილს #foryou #foryoupage ♬ original sound – Zurab Girchi Japaridze

2022 წლიდან შეუერთდა Tiktok-ს გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ანა ბუჩუკური. პოლიტიკოსს 7 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და სატელევიზიო ინტერვიუებთან ერთად, გამომწერებს პარტიის ლიდერთან ერთად გადაღებული ვიდეოც შესთავაზა.

„გადაეცი მიყვარს“ – გიორგი გახარიაზე ანა ბუჩუკურისთვის გაგზავნილ ამ მესიჯზე რეაქციას, რომელსაც თავად ექსპრემიერი კითხულობს, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

@annabuchi90 Replying to @“‘koki:/ @გახარია #პასუხი #foryou #fyp #foryoupage #გახარია #gakharia ♬ Another Love – Tom Odell


ტიკტოკზე შეხვდებით პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარის არხს. თუმცა, როგორც აღწერიდან ირკვევა, მის პროფილს პოლიტიკოსის მხარდამჭერები მართავენ.

ანა დოლიძეს ამ ეტაპზე 6498 გამომწერი ჰყავს. გვერდზე პოლიტიკურ გამოსველებთან ერთად, ანა დოლიძის არაპოლიტიკურ ვიდეოებსაც შეხვდებით.

 

@annadolidzepolitician #ფორიუ #ანა #პოლიტიკა ♬ As It Was – Harry Styles

 

@annadolidzepolitician ანა დოლიძე #ქალაქი #თბილისი #ნუცუბიძე #ფორიუ #პოლიტიკოსი #foryou #ძლიერიქალი #ფორიუმეთქიიიიიიიიიიიი? #დედა ♬ original sound – Anna dolidze✊


5 ათასამდე გამომწერით საკმაოდ აქტიურია „ტაბულას“ დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის არხი.

ის გამომწერებს მეუღლესთან, „ევროპული საქართველოს“ ლიდერთან, გიგა ბოკერიასთან ერთად ჩაწერილ ვიდეოებსაც უზიარებს, რომელიც სხვადასხვა თემებს ეხება.

@tamara_chergo როცა ბოკერია-ჩერგოლეიშვილი ხარ და ნაციონალების დაშლას გაბრალებენ ? #fyp ♬ original sound – Tamara Chergoleishvili

 

@tamara_chergo #CapCut #fyp #albumcover #albumcoverchallenge ♬ original sound – Tamara Chergoleishvili


Tiktok-ზე შემოგხვდებათ მთავრობის მეთაურის არხი, თუმცა გვერდს ცხადია პრემიერ-მინისტრი არ მართავს.

არხზე, რომელსაც 4 ათასზე მეტი გამომწერია, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლების მნიშვნელოვანი მომენტები პერიოდულად ქვეყნდება.

 

@irakli4georgia იქ ბევრი გულანთებული ახალგაზრდაც იყო… #foryou #forgeorgia #xzybca #georgia ♬ original sound – Irakli Garibashvili

 

@irakli4georgia #foryou #foryourpage #fyp #xyzbca #garibashvili ♬ original sound – iGaribashvili – Irakli Garibashvili

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები