LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეკითხებიან „ფეიკია“ თუ არა, მე ვარ, ვინც და რაც ვარ“ – ცნობილ TikToker პოლიტიკოსებს ნიკა მელიაც შეუერთდა 

199
ნიკა მელია

უკვე 3 წელია რაც სოციალური პლატფორმა TikTok არსებობს და მთელი ამ დროის განმავლობაში, ამ ქსელმა უამრავ ქართველს პოპულარობა მოუტანა.

მაყურებელს, მსმენელს განსაკუთრებით უყვართ TikTok-ის „სქროლვა“, რადგან  ბევრ საინტერესო და განსხვავებული შინაარსის ვიდეოებს აწყდება.

„გადაეცი მიყვარს“ - ქართველი პოლიტიკოსების ვირუსული ვიდეოები TikTok-ზე: ვინ რა კონტენტს ქმნის და როგორ ჰყვება ტრენდებს

თუ TikTok-ის „სქროლვა“ გიყვართ, ქართულ კონტენტზე თქვენს ყურადღებას ქართველი პოლიტიკოსებიც აუცილებლად მიიპყრობენ.

საინტერესოა, რომ დროსთან ერთად აღნიშნულ პლატფორმას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ და მათი რიცხვი არც თუ ისე მცირეა.

ამჯერად, პოპულარულ საინფორმაციო ველს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია შეუერთდა, რომელსაც ამ დროისთვის, 8 ათასამდე გამომწერი ჰყავს.

მელია საკუთარ აუდიტორიას გარდა გასართობი ვიდეოებისა, მეტ-ნაკლებად პოლიტიკური შინაარსის აქტივობებსაც უზიარებს.

 

აღსანიშნავია, რომ TikTok-ზე მის გამოჩენას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა – TikToker-ების ნაწილი დაინტერესდა თავად მართავდა თუ არა, პოლიტიკოსი საკუთარ გვერდს, რაზედაც ნიკა მელიამ ვიდეომიმართვით დადებითი პასუხი გასცა.

 

@nikamelia5 Replying to @vladimerkatamadze ? #ნიკამელია #nikamelia ♬ original sound – Nika Melia

ნიკა მელიას TikTok-ზე მის შვილთან, სანდროსთან ერთად გადაღებულ ვიდეოებსაც შეხვდებით.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები