ლოს-ანჯელესში, გამოცემა Elle-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიება, Women in Hollywood გაიმართა. საღამოს უამრავი ვარსკვლავი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი. ცხადია, საზოგადოებისა და პაპარაცების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კვლავინდებურად „ბენიფერი“ მოექცა.
ამ დღეს 54 წლის ჯეი ლო ლურჯ, მეტალის ტოპსა და შავ ქვედაბოლოში ბრწყინავდა. მას გვერდს შავ კოსტიუმში გამოწყობილი ბენი უმშვენებდა. წყვილმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და ერთმანეთს მხურვალედ აკოცა.
კრიზისი გადალახულია! – „ბენიფერი“ ქორწინების ერთი წლის იუბილეს რომანტიკულად აღნიშნავს