ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ნანა კოსტავა, საკრებულოს წევრების, თავმჯდომარისა და მისივე კოლეგების პროტესტის მიუხედავად გადაწყვეტილებას კვლავ არ ცვლის და ქუთაისის საკრებულოს წევრობაზე უარის თქმას არ აპირებს.
მან გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა.
ნანა კოსტავამ საკრებულოში დარჩენა გადაწყვიტა
კოსტავა აცხადებს, რომ მან ბოდიში უკვე მოიხადა, შვილებს ლუკმა გამოგლიჯა პირიდან და ახლა, ქვეყანაა მისახედი.
„მეტი საქმე არა გაქვთ ხალხო? ბოდიში მოვიხადე, წავედი თანამდებობიდან, ჩემ შვილებს გამოვგლიჯე პირიდან ლუკმა ჩემივე შეცდომების გამო და არა სხვისი შეცდომების გამო. პირველად ვადანაშაულებ ჩემს თავს. ახლა მივხედოთ, ქვეყანაა გადასარჩენი. დავით გარეჯს გვართმევენ, ტერიტორიები დასაბრუნებელი გვაქვს. პროვინციაში, ვიღაცა ნანა კოსტავამ რაღაცა დადო ფეისბუქზე, მერე პატიება ითხოვა და ატყდა ერთი ამბავი. ხალხო ქვეყნას მივხედოთ რა…“- განუცხადა “პრაიმტაიმს„ კოსტავამ.
ვებრძვი მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს.
"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე" - საკრებულოს დეპუტატი სალომე ბარკერზე