LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად – ილია მეორე ტყიბულში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება

76

“მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ, ალბათ, მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად,”  – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის განცხადებაშია ნათქვამი.

“აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულების საოხად, რათა უფალმან სავანესა მართალსა დაუმკვიდროს პავლეს, გიორგის, ელგუჯას, გოგი-გიორგის, მირზას და ბესარიონის(ბესიკის) უკვდავნი სულნი, ხოლო მათი ოჯახების წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ, იმ ქვეყნად წასულთ კი ლოცვითა და ღვთისსათნო საქმეებით შევეწიოთ,“  – ნათქვამია განცხადებაში.

5 აპრილს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში, მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები