LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთიუ მაკკონაჰიმ საკუთარი იმიჯი და ხმა სასაქონლო ნიშნად დაარეგისტრირა

142
მეთიუ მაკკონაჰი

ოსკარის მფლობელმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ საკუთარი იმიჯი და ხმა, ხელოვნური ინტელექტის (AI) პლატფორმების მიერ მათი უნებართვო გამოყენებისგან დასაცავად, სასაქონლო ნიშნად დაარეგისტრირა.

აშშ-ის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების ოფისის (USPTO) მონაცემთა ბაზაში, მაკკონაჰისა და მისი მეუღლის, კამილა ალვესის მიერ დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციის „Just Keep Livin Foundation“ მიერ არაერთი ჩანაწერი დარეგისტრირდა, მათ შორის მსახიობის ცნობილი ფრაზა „alright, alright, alright“ 1993 წლის ფილმიდან „Dazed and Confused“.

მაკკონაჰის იურისტების თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსახიობი საკუთარი გამოსახულების ხელოვნური ინტელექტის მიერ ბოროტად გამოყენებისგან დაცვას ცდილობს. 

აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდისა და მუსიკალური ინდუსტრიის არაერთმა ვარსკვლავმა, მათ შორის სკარლეტ იოჰანსონმა და ტეილორ სვიფტმა, უკვე იწვნიეს ონლაინ სივრცეში გავრცელებული იმ ყალბი ვიდეოებისგან, აუდიოჩანაწერებისა და ფოტოებისგან ზიანი, რომლებიც AI ინსტრუმენტებით შეიქმნა.

„Magic Mike“-ის ვარსკვლავის იურისტებმა Wall Street Journal-ს განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ ხელოვნური ინტელექტის მიერ ფილმიდან მაკკონაჰის იერსახით მანიპულაციის კონკრეტული მაგალითები, თუმცა იმედოვნებენ, რომ სასაქონლო ნიშნები მათ ნებისმიერ არაავტორიზებულ ასლზე რეაგირებისთვის შეიძლება ფართოდ იქნას გამოყენებული.

„მე და ჩემს გუნდს გვინდა, რომ AI სამყაროში რეალური, ცნობილი ადამიანის ხმისა და იერსახის გამოყენებაზე ნებართვის მოპოვება ნორმად იქცეს“, – აცახდებს მაკკონაჰი.

აღსანიშნავია, რომ მაკკონაჰი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მკაცრი მოწინააღმდეგე არ არის. 56 წლის მსახიობი უკვე რამდენიმე წელია ფლობს წილს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანიაში „ElevenLabs“, რომელიც ხელოვნური ინტელექტით ხმის მოდელირებაზე სპეციალიზდება. კომპანიამ სწორედ მაკკონაჰის ნებართვით შექმნა „Interstellar“-ში მის მიერ განსახიერებული პერსონაჟის AI აუდიოვერსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g