,,ოქროს გლობუსის მფლობელი”, მეთიუ მაკკონაჰი 50 წლის გახდა.
„საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელმა“ მსახიობმა, პროდიუსერმა და ლექტორმა იუბილე ინსტაგრამზე დარეგისტრირებით აღნიშნა.
„ეს სოციალურ ქსელში ჩემი პირველი რისკიანი ნაბიჯია. მე ჩემი თავი და ხედვები სამყაროს უნდა გავაცნო და ცოტა ვნერვიულობ კიდეც, რადგან მსურს თქვენთან გულწრფელი დიალოგი მქონდეს, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, ვარ თუ არა მზად ამისთვის.“– სწორედ ეს სიტყვები დაურთო თან ქარიზმატულმა იუბილარმა თავის პირველ ვიდეოს ინსტაგრამ გვერდზე.
https://www.instagram.com/p/B4cww3Jg3C-/?utm_source=ig_embed
შეგახსენებთ, თავისი 50 წლიანი იუბილე ანალოგიური ქმედებით მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა აღნიშნა, უფრო მეტიც, მან რეკორდი ძალიან მცირე დროში მოხსნა, მეთიუს ჯერ მხოლოდ 19 საათში 666 ათასი გამომწერი ჰყავს.
ჯენიფერ ენისტონმა „ინსტაგრამზე" პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რეკორდი მოხსნა (ფოტო/ვიდეო)
დარეგისტრირებიდან ერთ საათში ენისტონმა 1 მილიონი გამომწერი დააგროვა, უკვე 12 საათში კი მის გვერდს 5 მილიონი გამომწერი ჰყავდა