LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთიუ მილერი: „საქართველოს მთავრობა განაგრძობს შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას, გვაშფოთებს კანონის აღსრულება ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა“

124
მეთიუ მილერი

„საქართველოს მთავრობა ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით განაგრძობს მოძრაობას, რაც ქვეყანას აშორებს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების მრავლისმომცველი გადახედვის პროცესი გრძელდება.

„საქართველოს მთავრობა ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით განაგრძობს მოძრაობას. მიმართულებით, რომელიც ქვეყანას აშორებს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც, ვიცით, რომ ქართველ ხალხს ძალიან სურს.

ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა, მათ შორის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ.

ნინო ლომჯარია: „ველოდებით რეპრესიებს, ალბათ შემოწმებებს დაიწყებენ – მზად ვართ ჯარიმებისთვის, ვიცით, რომ არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი მიზნებისთვის“

როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მრავლისმომცველი გადახედვის პროცესი და ამ პროცესის ფარგლებში, აშშ-მა უკვე მიიღო გარკვეული ზომები.

შალვა პაპუაშვილი: „სამოქალაქო საზოგადოების არსებული ფრანკენშტეინის მოდელი უპერსპექტივოა. გამჭვირვალების კანონის შესრულება კი კარგი საწყისი წერტილია ამ პრობლემის გადასაჭრელად“

მისი განცხადებით, არასამთავრობოების უმეტესი ნაწილი დასავლურ დაფინანსებაზეა დამოკიდებული და სულაც არ ზრუნავს იმაზე, რომ რიგით მოქალაქეებს ან ადგილობრივ დონორებს მიმართოს და განახორციელოს პროექტები, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებს ასახავს.

ჩვენ დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები ათობით ინდივიდს და მათ ოჯახების წევრებს, მათ შორის,  პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებსა და სხვა კერძო პირებს.

შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდა საქართველოს მთავრობა. ამჟამად მიმდინარეობს გადახედვის პროცესის მეორე ნაწილი, თუმცა მე არ ვაპირებ, ვისაუბრო შემდგომ ნაბიჯებზე“. – განაცხადა მეთიუ მილერმა.

magti 5g