LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტრეველის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

149
unnamed (8)

დედაქალაქში ქუჩების განახლება-რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. თბილისის მერიის 2020 წლის ინფრასტრუქტურული გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია რამდენიმე ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის დიდუბის რაიონში. მეტრეველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო.

სამუშაოების ფარგლებში, როგორც სამანქანო გზაზე, ასევე, ტროტუარზე ასფალტის დაზიანებული ფენა და ბორდიურის მოხსნა იგეგმება. ასფალტის დემონტაჟის შემდგომ გათვალისწინებულია საფუძვლის მოწყობა და 4 500 კვ/მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარის დაგება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოებს კომპანია “ბი ემ სი” ახორციელებს. კომპანიამ პროექტი ტენდერში მოიგო. სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 200 000 ლარი გამოიყოფა. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩასთან ერთად, ოთხი შიდა ეზოს მოწესრიგებაც იგეგმება.

ვაჟა-ფშაველას, წერეთლისა და ქეთევან წამებულის გამზირების რეაბილიტაცია იგეგმება – კალაძის “თვალშისაცემი პროექტები” იწყებ

 

სოფელ დიღომში, 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერი ეწყობა.
სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე საბავშვო გასართობიზონა მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე ინფრასტრუქტურა განთავსდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება.

სკვერის მოსაწყობად საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 429 937 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კომპანია „გრინსერვის+“ აწარმოებს.

გასულ წელს აღნიშნულ მისამართზე სპორტული მოედანი მოეწყო და ტრენაჟორები დამონტაჟდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g