სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლის“ მიმდებარედ დასრულდა ორდონიანი საზოგადოებრივი დანიშნულების მიწისქვეშა ავტოსადგომის „გლდანი ავტოპარკინგის“ მშენებლობა და ზედაპირის კეთილმოწყობა. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანია „გლდანი ავტოპარკინგიდან” აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ხვალ „გლდანი ავტოპარკინგი “ ოფიციალურად გაიხსნება. „გლდანი ავტოპარკინგი“ აღჭურვილია თანამედროვე ავტოსადგომის სისტემებით და 100 ავტომობილს იტევს. ავტოსადგომზე ასევე იფუნქციონირებს ავტო-სამრეცხაოები.
პარკინგის კეთილმოწყობისთვის კომპანია „გლდანი ავტოპარგინგმა“ 1.500.000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და მომავალშიც განაგრძობს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.
ავტოსადგომი ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.