LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროს მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვა აეკრძალათ

82

მეტროს მემანქანეების მიერ დაანონსებულ გაფიცვას მერიამ დაასწრო და სასამართლოს გზით, მათ სამუშაო საათებში გაფიცვა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ. გადაწყვეტილება სასამართლომ სატრანსპორტო კომპანიის მიმართვის შემდეგ მიიღო, სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ მემანქანეების გაფიცვა უკანონო იყო. მეტროში დასაქმებულებს  პროტესტის რადიკალური ფორმისთვის 3 ივნისს უნდა მიემართათ, რადგან სწორედ ამ დროს ამოიწურებოდა წინა განჩინებით გათვალისწინებული ვადა.

მეტროს მემანქანეები დღეს სამოქალაქო სექტორთან ერთად აქციას გეგმავენ, სატრანსპორტო კომპანიაში კი, ვრცელ განმარტებას რამდენიმე საათში გააკეთებენ.

„სასამართლომ 21 მაისს მიიღო სრულიად ახალი განჩინება სატრანსპორტო კომპანიის განცხადების საფუძველზე, რითაც სასამართლომ შეუზღუდა პროფკავშირის წევრ მემანქანეებს გაფიცვა სამუშაო საათებში,“ – ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლანა ღვინიანიძე.

მეტროპოლიტენის მემანქანე რატი კაპანაძე აცხადებს, რომ სატრანსპორტო კომპანია უარს ამბობს მემანქანეების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. მემანქანეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხელფასის გაზრდაა, თუმცა, როგორც მათ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ხელფასის მომატების რესურსი კომპანიას არ გააჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები