ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, გერასიმე შარაშენიძე აცხადებს, რომ ეკლესია ზიარების წესს არასოდეს შეცვლის.
ის ადამიანებს ურჩევს, თუ ვირუსი აქვთ თვითონ შეიკავონ თავი ზიარებისგან.
“ეკლესია არასდროს შეცვლის წმინდა მამების დადგენილ წესს და უმჯობესია თვითონ ადამიანებმა შეიკავონ თავი, თუ ვირუსის მატარებლები არიან”,- ამბობს მიტროპილიტი.
მორწუნეები აგრესიის გარეშე უნდა ჩაერთონ დისკუსიაში
"არასდროს მიფიქრია, რომ ეს საფრთხის შემცველია" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე კოვზით ზიარებაზე
ამასთან, დღეს მიტროპილიტმა გერესიმემ მრევლს ხელნაკეთი ანტისეპტიკური ხსნარი დაურიგა და მრევლს ლოცვების გაძლიერებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, საპატრიარქომ ერთჯერადი კოვზით ზიარებაზე უარი თქვა. ამასთან, საპატრიარქო დასაშვებად მიიჩნევს, რომ ზიარების შემდგომ სასმელის მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით მოხდეს.
ზიარების შემდგომ სასმელის მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით მოხდეს – საპატრიარქო