მეუფე საბა ინწკირველი ინგა გრიგოლიას აშშ-დან ჩაერთო, სადაც ის მოღვაწეობს და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად იმითაა გაკვირვებული, რომ ასეთ ვითარებაში ზოგიერთი ქართველი რუსეთს უჭერს მხარს:
„ეს არის მთელი მსოფლიოს ომი სიბნელესთან, დიქტატურასთან, ვიტყოდი პირდაპირ, სატანიზმთან. ის ერთმორწმუნეობის მითი დამსხვრეულია. ამ ხალხმა თავიანთი ძმები არ დაინდეს. ერთ-ერთმა მაღალმა იერარქმა ამას ძმათამკვლელი ომი უწოდა. მინდა, ავუხსნა ქრისტიანებს და ვუთხრა ერთი რამ – როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსული, ქართული ან ბერძნული მართლმადიდებლობის შესახებ, ეს არ არსებობს. ეკლესიაში არის ერთი სწავლება, სახარებისული, ქრისტიანული, რომელიც მოგვცა ქრისტემ. მთავარია გიყვარდეს ადამიანი და თავი გასწირო მისთვის. დღეს რას აჩვენებს რუსეთი, მისი მღვდელმთავრები და პატრიარქი? მისი განცხადება იყო სახარების საწინააღმდეგო და დამცინავიც კი…
გაოცებული ვარ ქართველებით, რომლებიც დღეს რუსებს მხარს უჭერენ, განა მათ ისტორია არ წაუკითხავთ? ეკლესიაზე, შენობაზე ძვირფასი არის ერთი ადამიანის სიცოცხლე, ისინი ადამიანებს კლავენ…“