ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიების მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, მეუფე სტეფანე შეუძლოდ გუშინ გახდა.
მას კუჭში ფარული სისხლდენა აღენიშნება.
ის უგონო მდგომარეობაში, ცაგერში, საკუთარ კელიაში იპოვეს, რის შემდეგაც ჯერ ქუთაისში, რამდენიმე საათის შემდეგ კი, თბილისში გადაიყვანეს.