LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეუღლემ თავი შემწირა, ნინო რომ არ ყოფილიყო, ვერ გადავრჩებოდი“ – დათო ევგენიძის ურთულესი ორი წელიწადი

224
დათო ევგენიძე

დათო ევგენიძე ჟურნალ „სარკეს“ ურთულესი ორი პერიოდის შესახებ უყვება, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ახალი ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა, მისთვის ღვიძლი მომღერალმა გიორგი მახარაშვილმა გაიღო.

„ორი კვირაა, რაც თბილისში დავბრუნდი, თითქმის სულ თურქეთში ვარ. ძალიან რთული პროცედურების გავლამ მომიწია ღვიძლის გადანერგვის შემდეგ. საკმაოდ ძლიერი აღმოვჩნდი. ჩემი წინა ცხოვრება ჰგავდა ფრენას ცაში. უცებ კი ასეთი რთული განსაცდელის წინაშე დავდექი, თუმცა არ მრცხვენია იმის, რაც გადავიტანე.

წელიწადი და რვა თვეა, არც დამილევია და არც მომიწევია. ფიქრისთვის მეტი დრო დამრჩა. კომპიუტერთან დავჯექი და იმდენი მუსიკა ვიპოვე ჩემივე შექმნილი, ალბათ, 3 საუკუნე მეყოფა… ვაპირებ, მუსიკა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მიწერია, ჩემმა მსმენელმა მოისმინოს.

ჩემი მეუღლე სიგიჟემდე მიყვარს და რაც დრო გადის,უფრო და უფრო მიყვარდება. თავი შემწირა, ეს ორი წელიწადია. ნინო რომ არ ყოფილიყო, მე ვერ გადავრჩებოდი…

წელს საიუბილეო თარიღის აღნიშვნას ვაპირებ – 65 წლის გავხდი. თარიღი არ ვიცი, რადგან მინდა, ჯერ ქართველები შერიგდნენ და მერე გავაკეთო. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ მომენატრნენ, მიყვარს ისინი, ნუ ჩხუბობენ, შერიგდნენ…“

სრულ ინტერვიუ გაეცნობით ჟურნალ „სარკის“ 29 იანვრის ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g