LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეწყერმა 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, 40-მდე საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა, სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი…“ – გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ კურსებში მეწყრულ პროცესებზე

179
ტყიბული

გარემოს ეროვნული სააგენტო ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ტყიბულში, სოფელ კურსებში, მეწყერი ჩამოწვა – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

სააგენტოს ცნობით, მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა. უწყების ინფორმაციით, სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ.

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, 2026 წლის 12 მარტს, მდ. წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული განვითარდა.
მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა.
ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა.
ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შეფასება, რის საფუძველზეც შესაბამის უწყებებს ოპერატიულად მიეწოდებათ გეოლოგიური დასკვნები.
პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ.
მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი და სოფლის სასაფლაო.
ბოლო წლების განმავლობაში სოფ. კურსებში სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია 25 ოჯახი და 2 გზის მონაკვეთი, აქედან 5 ოჯახი გასახლებულია.
სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მინისტრის მოადგილე – ტყიბულის მუნიციპალიტეტში  მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა – ადგილზე გეოლოგები იმყოფებიან

ფოტო სლაიდზე: „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g