LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეზიზღება აქაურობა” – მოქალაქე ამბობს, რომ Tbilisi Pride-ს ჩანთის გამო, თავს დაესხნენ

113
დფგ

ნატალია ურიდია სოციალურ ქსელში წერს, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრები იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ Tbilisi Pride-ის ჩანთა ეკეთა.

“ცოტა ხნის წინ გამოვედი სამსახურიდან, სტამბაში გვაქვს ოფისი და რუსთაველის მოედანზე მიწევს გავლა, რომ მერე მეტროში ჩავიდე. ვიღაც რიგითმა ფარშისტმა დამაძალა ჩანთის მოხსნა, რომელსაცაც თბილისი პრაიდი აწერია. მას შემდეგ, რაც უარი ვუთხარი, წამოდგა და ჩემკენ გამოიწია.

ამასობაში უკნიდანაც ვიღაც მონსტრები მეცნენ, თავში ბოთლი ჩამარტყეს, ყური მომაგლიჯეს და ხელზეც მეჯაჯგურნენ. მადლობა განგებას, რომ დედაჩემთან ერთად ვიყავი და გადავრჩი ძალიან შემთხვევით.

მეზიზღება აქაურობა” -წერს მოქალაქე.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. პოლიციამ ძალადობის ფაქტებში მონაწილე 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. არ კონკრეტდება, რომელ ინცინდენტებში მონაწილეობდნენ დაკავებული პირები.

“ათი კაცი მირტყამდა თავში წიხლებს, 4-ჯერ ვყვირი, მოდით, მცემენთქო, სამწუხაროდ, პოლიციამ ყურიც არ შეიბერტყა” – დაშავებული ჟურნალისტი დღეს მომხდარი ძალადობის დეტალებზე

“ივანიშვილის ხელისუფლებამ მკაფიოდ მოინიშნა თავი, როგორც მოძალადე ჯგუფების ღია მოკავშირემ” – ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ხათუნა სამნიძე: ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რუსთაველზე სალოცავად არავინ იკრიბებოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g