LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეზობლებმა გაზის სუნი იგრძნეს…“ – ვარკეთილში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

234
2025-03-25_00-41-13_518917

ვარკეთილში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მისივე ცნობით, მეზობლებმა გაზის სუნი იგრძნეს და 114-ზე დარეკეს.

„ვარკეთილში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. მეზობლებმა გაზის სუნი იგრძნეს და 114 ზე დარეკეს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ბინაში , რეზინის მილი გაზის დანადგარიდან მოხსნილი და ღიად დატოვებული იყო.

114 -ს და 112 -ს ჯგუფების ოპერატიული რეაგირებით რამდენიმე ათეული ოჯახი აფეთქებას გადაურჩა. გახსოვდეს – გაზი უსაფრთხოა მაშინ, როცა მისი მოხმარების წესებს იცავ და ყურადღებით ხარ. იზრუნე შენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებაზე“, – ვკითხულობთ ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g