LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მღვდელმსახურებმაც იმსახურონ ჯარში, გაიხადონ [ანაფორა] ან მამაო ჩვენო წაიკითხონ და იარონ სანგრებში – ფრიდონ ინჯია

173
????????????????????????????????????

„ჯარში ყველამ უნდა იმსახუროს, მათ შორის მღვდელმსახურებმაც“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სასულიერო პირი აღარ ისარგებლებს

„სავალდებულო გაწვევა აუცილებლად უნდა იყოს. ჯარში ყველამ უნდა იმსახუროს, მათ შორის, მღვდელმსახურებმა. გაიხადონ [ანაფორა].

თუ არ გაიხდის [ანაფორას], დილას მამაო ჩვენო წაიკითხოს და იაროს მათთან ერთად სანგრებში.

„წვევამდელთა ჯარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“ – ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში

„საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის და როგორც რუსეთის აგრესიის პირდაპირი სამიზნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის თავდაცვა იყოს ყველა მოქალაქის ვალდებულება.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

რატომ არ უნდა ქნას? ეს დიდი მოტივაცია იქნება.

იტყვიან, მამაო, ჩვენთან ერთად მსახურობსო. მაგარი რაღაც იქნება. გარდა ამისა, გოგონებმაც უნდა იმსახურონ, ვისაც სურვილი ექნება და საამისოდ ყველაფერი უნდა იყოს მომზადებული.

სახლში ჯარიდან რომ დაბრუნდება, უკვე კარგი მეგობრები უნდა ჰყავდეს. არა მხოლოდ მხარში დგომა, არამედ პირველადი დახმარება უნდა იცოდეს..“ –  აცხადებს ფრიდონ ინჯია.

 

“მღვდელმსახურებმაც იმსახურონ ჯარში…” | ინჯია

“მღვდელმსახურებმაც იმსახურონ ჯარში, გაიხადონ ის [ანაფორა] დილას მამაო ჩვენო წაიკითხონ და იარონ სანგრებში” | ინჯია

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Wednesday, March 1, 2023

 

 

ბურჭულაძე: კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ მოქალაქეებმა ჯარს თავი მექანიკურად აარიდონ – წელს მხოლოდ 1 ორგანიზაციიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავი 12 000-მა ადამიანმა აარიდა 

„შენ გგონია ვიღაცას „დააკაჩავებ?“.. „განახვებ, რა შემიძლია“ – ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე

magti 5g