LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა.. ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, იქვე დაილუქა ტელეფონი – გომელაური სერგო შუბითიძის მიერ ბაჩალიაშვილის საქმეზე გაკეთებულ განცხადებაზე

222
ფორტუნა - 2023-05-05T153230.031

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური არასწორს უწოდებს ინფორმაციას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე რიგი მტკიცებულებები გაყალბდა და გარდაცვლილის ტელეფონი გამომძიებელ სერგო შუბითიძეს დაულუქავი მიუტანეს.

„ღამე ცუდად მძინავს და მისი სახე დღემდე თვალწინ მიდგას...არ მინდა ეს ტვირთი მარტო მე ვატარო” - რას ჰყვება ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი

ყოფილი პროკურორი სერგო შუბითიძე „შაბათის ფორმულასთან” თამარ ბაჩალიაშვილის საქმის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს

როგორც გომელაური განმარტავს, გარდაცვლილის ყველა ნივთი, მათ შორის ტელეფონი, შემთხვევის ადგილზევე დაილუქა, რაც ვიდეო-კამერითაა გადაღებული.

„მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. ეს ყველაფერი კანონიერად გაკეთდა. იქვე დაილუქა ტელეფონი. ეს გადაღებულია. ჩვენი საექსპერტო სამსახური უწყვეტი კადრებით იღებდა. ფაქტები გვაქვს და პროკურატურას გადავცემთ, თუ გადავეცით, არ მახსოვს. ადგილზე ამოღებული ყველა ნივთი, რაც მას თან ჰქონდა, მათ შორის გარდაცვლილის ტელეფონი, ადგილზე დაილუქა, კამერების წინ. საიდან მოიტანა [სერგო შუბითიძემ], რომ გახსნეს და შემდეგ მიუტანეს ტელეფონი, დალუქეო, არ ვიცი. დაველოდოთ პროკურატურას“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.

ამავე თემაზე:

„სერგო შუბითიძეს თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონთან შემხებლობა არ ჰქონია“ – პროკურორი

„ძალიან ნაღვლიანი იყო, მე ხომ ვუყურებდი.. არაფერს ამბობდა, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ელექტროშოკი იყიდა“ – თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები საქმის დეტალებზე საუბრობენ

„ტელეფონში ყველაფერი წაშლილია, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მუხლით” – ბაჩალიაშვილის დედა

„ამ აღიარებით მან ფიზიკურად გადაირჩინა თავი, რადგან ახლა უკვე ვეღარ მოკლავენ“ – თეონა თამაზაშვილი ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელზე

 

magti 5g