უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ეხმიანება.
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ფაქტებში ვერ ერკვევა.
„მგონია, რომ ფაქტებში ვერ ერკვევა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც ამ საკითხებზე კომენტარს აკეთებს. არ ვიცი რამდენად განსწავლულია ის იურისპრუდენციაში, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ის იცლის ამ საკითხებზე, როგორც ჩანს ის მიიჩნევს ამას მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად, მისი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად, მაგრამ უმჯობესია, რომ ასეთ დროს თვითონ გარემოებებშიც ჩახედვა მოხდეს. იმიტომ რომ არ შეიძლება უბრალოდ ასე ემოციების დონეზე ან უბრალოდ პიარის შედეგად ჩამოყალიბებული ემპათიის გამო კეთდებოდეს ასეთი განცხადება, რომელიც ევფემიზმი რომ გამოვიყენოთ, მე ვფიქრობ, რომ გადაუმოწმებელია“, – თქვა სარჯველაძემ.