პრობლემები მეტროპოლიტენში – ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ გოცირიძეზე მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო. თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ხარვეზის გამო მატარებლის ჩიხში შეყვანა გახდა საჭირო, რის გამოც მგზავრები ვაგონებიდან გაიყვანეს.
მგზავრების ინფორმაციით, პირველ ხაზზე შეფერხება დაახლოებით, 20 წუთამდე გაგრძელდა.
ამ დროისთვის მეტროსადგურში მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში მეტროში შეფერხება რამდენჯერმე დაფიქსირდა.