ქართველები ისევ ისტორიას წერენ!, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს და ეხმაურება თბილისში მიმდინარე მარშს – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.
როთის თქმით, „დღეს ათიათასობით ადამიანი მართავს დემონსტრაციას თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის“.
„თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია”, – წერს როთი.