LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაილ როთი:„საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იპარავენ, ამ ყველაფრის უკან რუსული იმპერიალიზმი დგას“

122
მიხაილ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იპარავენ.

„ევროკავშირმა ეს არჩევნები არ უნდა აღიაროს“ – მიხაილ როთი

მიხაილ როთი, საქართველოსთან ერთად, უკრაინასა და მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან რუსული იმპერიალიზმი დგას.

„უკრაინა განადგურების ომის წინაშე დგას, მოლდოვა – ჰიბრიდული ომის წინაშე. საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იპარავენ, ამ ყველაფრის უკან რუსული იმპერიალიზმი დგას.

მას სურს, გაანადგუროს ახალგაზრდა დემოკრატიები აღმოსავლეთ ევროპაში. უბრალოდ დავაკვირდებით თუ, ბოლოს და ბოლოს, გავიღვიძებთ?“ – წერს მიხაილ როთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g