LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაილო პოდოლიაკი: დავით არახამია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების ინიციატივით გამოდის, ყველა პრორუსი ოლიგარქი „დეოლიგარქიზაციას” დაექვემდებარება”

291
BeFunky-collage (22)

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” გამოკვლევას, რომელიც „ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესებს ეხება სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც პოდოლიაკი აცხადებს, კვლევამ აჩვენა, საქართველოს მთავრობამ რატომ თქვა უარი, განეხილა, რუსეთზე რაიმე სახის სანქციის დაწესება.

„რა თქმა უნდა, ადგილობრივი ოლიგარქის ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო. დავით არახამია მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების ინიციატივით გამოდის. ყველა პრორუსი ოლიგარქი „დეოლიგარქიზაციას” დაექვემდებარება”, – წერს მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები