CNN-ის გავრცელებულ კადრებს, რომელიც კლინიკა „ვივამედში“ არის გადაღებული, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ეხმიანება.
CNN-ი ავრცელებს „ვივამედში“ გადაღებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებს
როგორც პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, საქართველო აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას, რაც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას აფერხებს.
„საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას. უდავოდ, ეს აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს. ასეთი მიმზიდველია რუსული (საბჭოთა კავშირი 2) ბანაკი? ასეთი მნიშვნელოვანია „სასიკვდილო საჩუქრის“ მიცემა პუტინისთვის, რომელიც მაინც წააგებს? ან ქვეყანას ჰქონდეს ისეთი რეპუტაცია, რომელმაც პრეზიდენტი აწამა?“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.
?? keeps killing ex-president Saakashvili. Undoubtedly, it nullifies ?? prospects of Georgia.
Is Russian (Soviet 2.0) camp so attractive? Is it important to give a “murderous gift” to Putin, who will still lose? Or to have the reputation of a country that tortured its president? pic.twitter.com/fPJXwCy9rk— Михайло Подоляк (@Podolyak_M) February 12, 2023