LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახსრების გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდა, კუნთები ილევა… გუშინ პირწმინდად გაათენა მთელმა მედპერსონალმა და თვითონ, პაციენტმა“ – გიული ალასანია

235
Untitled design (3)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ „გუშინ, კლინიკა „ვივამედის“ მედპერსონალმა და თავად პაციენტმა პირწმინდად გაათენეს, რადგან მიხეილ სააკაშვილს სახსრების გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდა.

როგორც გიული ალასანია განმარტავს, „კუნთები ილევა, რაც ტკივილს იწვევს“.

„გუშინ პირწმინდად გაათენა მთელმა მედპერსონალმა და თვითონ, პაციენტმა. სახსრების გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდა. ადამიანს, ფაქტობრივად კუნთები არ აქვს, კუნთები ილევა და ეს იწვევს ამ ტკივილს. მოწამვლის გამო ვერ იღებს საკვებს“, – აღნიშნავს ალასანია.

CNN-ი ავრცელებს „ვივამედში“ გადაღებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებს

ვიდეო: მიხეილ სააკაშვილის პალატაში გადაღებული კადრები, რომელიც ექსპრეზიდენტის თანხმობით გასაჯაროვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g