ტელეკომპანია „პირველი” ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ “ვივა მედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე, ამავე დაწესებულების კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილის პალატაში იმყოფებოდნენ.
საგულისხმოა, რომ კადრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანხმობით გასაჯაროვდა.
ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც 2022 წლის, 11 ოქტომბრით თარიღდება, ვხედავთ, რომ ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილს ჩაცმაში ეხმარება.
მეორე ვიდეოში, რომელიც 2022 წლის 14 ნოემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, როგორ ესაუბრებიან პალატაში მიხეილ სააკაშვილს ნინო ნადირაძე და ზურაბ ჩხაიძე.
ბუბა კიკაბიძისა და მიხეილ სააკაშვილის უკანასკნელი შეხვედრის კადრები ვრცელდება
„სააკაშვილის პალატიდან გამოსული ბუბა, უცებ ისევ შებრუნდა” – რას იხსენებს ეკა ხერხეულიძე