თბილისში, ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს უფუნქციოდ დარჩენილი შენობა-ნაგებობები იყიდება. ღირებულება 39 800 000 ლარია. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს და წერს, რომ „ობიექტი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი“.
სააგენტოს ცნობითვე, აღმაშენებლის N60-ში მდებარე მიწის ნაკვეთებსა და მასზე განთავსებულ ობიექტებზე ელექტრონული აუქციონი 30 მარტს დაიწყო და 13 აპრილს დასრულდება.
ქონების დაუფლებისთვის ერთ-ერთი პირობაა, საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 40 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება, ხოლო საპრივატიზაციო თანხის 2 თვეში გადახდა.

