LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიხარია აქ დგომა? კანი მეწვის… ყინვაში, თოვლში, აქ ვზივარ მთელი დღე” – შიდამოვაჭრეები სადგურის მოედანზე გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ

168
ing

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო.

ადგილზე შეკრებილი შიდამოვაჭრეები გარევაჭრობას აპროტესტებენ და მერიას აძლევენ 48 საათს, რათა გარევაჭრობა აიკრძალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბაზრობის თანამშრომლები ამბობენ, რომ გზას გადაკეტავენ.

შიდამოვაჭრეების თქმით, გარემოვაჭრეებიც იმავე პროდუქციას, შედარებით დაბალ ფასად ყიდიან, იქმნება არაკონკურენტული სავაჭრო გარემო, ამასთან, არის მძიმე ანტისანიტარია, იქმნება გადაადგილების პრობლემა და მყიდველები ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე აღარ შედიან.

“ბაზრობა გაჩერებულია, ადამიანები ვერ მუშაობენ, გარემოვაჭრეებსაც იგივე პროდუქცია აქვთ, გადასახადებსაც არ იხდიან, არის მძიმე ანტისარიტარია, იქმნება გადაადგილების პრობლემა, მოქალაქეებს ბაზრობაზე შემოსვლის დისკომფორტი ექმნებათ, ბაზარიც ნაკლებეფექტიანი ხდება, რეალიზაციაც ნაკლებია და იჯარის თანხებსაც ვერ იხდიან – ეს ცალკე პრობლემაა.

ჩვენ მერიას ვაძლევთ 48 საათს, რომ დაიწყონ მოქმედებები და გაატარონ პრევენციული ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩებს გადავკეტავთ”, – აცხადებენ შიდამოვაჭრეები.

“უკანონობის დიდი შეგრძნება მაქვს, სადგური რა გახდა? გარევაჭრობა ყველგან აიყარა, აქ რა ხდება? იქიდან აყრილები აქეთ დაიყარნენ, არ შეიძლება, კანონი კანონი იყოს, თუ არ არის გარე ვაჭრობა, არ იყოს”, – ამბობს კიდევ ერთი შიდამოვაჭრე.

“ჩვენ გადასახადის გადამხდელი პატიოსანი მოქალაქეები ვართ, ვართ შენობაში და ვმუშაობთ, გარევაჭრობა ხელს გვიშლის”…

“რომ არ კრიშავდეს ვიღაც, სადგურზე ის “ბუტკები” აშენდებოდა? ესე იგი მფარველი ჰყავს ვიღაცას, კალაძიდან ვიღაცას ისეთი მაგარი ზურგი აქვს და იმან ის სავაჭრო “ბუტკა” ავტოსადგურზე ჩადგა.

გარემოვაჭრეების თქმით კი, ისინი გარეთ სავაჭროდ უკიდურესი გაჭირვების გამო დგანან და იმ გადასახადს ვერ გადაიხდიან, რასაც მათ მერია უწესებთ, ამის გამო ამბობენ რომ სხვა ალტერნატივა არ აქვთ:

“იქ ვერ ვიხდიდით ჩეკს, აქეთ ამოვედით, თავს ვერ ვირჩენდით, მიხარია აქ დგომა? აი, უკვე კანი მეწვის, ვის უხარია? ყინვაში, თოვლში, აქ, დასველებული ვზივარ მთელი დღე, ჩვენი პრობლემები უნდა მოგვარდეს, თორემ ტერიტორია რად გინდა? ეს სუფთა იყოს და მე სახლში მშიერი ვიჯდე? დასუფთავებაა აქ მთავარი?! თორემ, სახლში მშიერი ვინ ზის, იმას კი არ კითხულობენ”, – ამბობს მედიასთან გარემოვაჭრე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g