LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელი: „22 აგვისტოდან მუდმივ დაძაბულობაში აღმოჩნდება როგორც ცალკეული ადამიანების პირადი ცხოვრება, ისე უმეტესი ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობა…“

215
მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელი ჟურნალ „თბილისელებთან“ აგვისტოს ასტროპროგნოზი პროგნოზს გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ 6 აგვისტომდე დედამიწის ბიოსფერო საკმაოდ ჰარმონიულ კოსმიურ ზონაში აღმოჩნდება, ამიტომ დროის ამ მცირე მონაკვეთში აუცილებელია პოზიტიური და შემოქმედებითი ენერგიის დაგროვება, ხოლო აგვისტოს ბოლოდან ისევ უარყოფით ენერგოველს უნდა ველოდოთ:

„22 აგვისტოდან მუდმივ დაძაბულობაში აღმოჩნდება როგორც ცალკეული ადამიანების პირადი ცხოვრება, ისე უმეტესი ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობა, 28 რიცხვიდან კი შეიძლება, წარმოიქმნას ფინანსებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, რის შედეგადაც მოიმატებს გაკოტრების ალბათობა. გარდა ამისა, კრიზისული სიტუაციები გახშირდება პირად ურთიერთობებშიც, ეს დრო რთულ გამოცდას მოუწყობს ადრე დაწყებულ ან აწ უკვე განხორციელებულ ერთობლივ პროექტებს, რის შედეგადაც გადარჩება მხოლოდ გულწრფელ, მყარ სანდოობაზე დაფუძნებული კავშირები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g