LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

748
მიხეილ ცაგარელი

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზისა და მთვარის ენერგიების თხის რქისა და კირჩხიბის ზოდიაქალურ ღერძზე დაპირისპირების შედეგად მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, ცდუნებებსა და ილუზიების ალბათობა, გაძლიერდება აგრესია და გაღიზიანება, ბრაზი და ეჭვიანობა, დეპრესია და აკვიატებული აზრებისადმი მიდრეკილება.

იმოქმედეთ დამოუკიდებლად, ნუ გექნებათ პარტნიორთა დახმარების იმედი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ფულის სესხება და ვალად აღება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ თხილის, თაფლის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასამარცხებლად. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და ძვლოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, გიშერი, ოპალი და აქატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები