LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1533
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:50-დან 16:07 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაწყებისგან, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები.

აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს აგრესიის და ცინიზმის გამოვლენა.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება პრობლემური საკითხების განხილვისას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, უცხოელებთან კონტაქტისა და უცხოეთში კაპიტალის დასაბანდებლად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დაწყებისა და მავნე ჩვევების დასაძლევად. თავი შეიკავეთ ზედმეტი საკვების, განსაკუთრებით ალერგიული პროდუქტის მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ყავისფერი, ასევე ფირუზი, ნეფრიტი, ციტრინი, ონიქსი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები