მიმართულებადაკარგული მთვარი პერიოდში – 18:02-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ტრავმების და ავარიების მიზეზი.
მეტად მნიშვნელოვანია დღეა, რადგან ერთის მხრივ, ზაფხულის მზებუდობაა, რომელიც პიკს 19:55 წუთზე მიაღეწვს, მეორეს მხრივ კი, მზე ერთი თვით კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადავა, რაც ადამიანებში კირჩხიბისეულ ინტუიციისთან ერთად, ეჭვიანობისა და ტყუილებისკენ მიდრეკილებასაც გააძლიერებს.
ამასთანავე, დღეს წყლისა და ჰაერის ნიშნების გაერთიანების დღეა, ამიტომ მზის ჩასვლამდე მიიღეთ შხაპი, რათა განთავისუფლდეთ უარყოფითი ენერგიისგან. საკრალური დღე ხელს შეუწყობს ოცნებების ასრულებას, მთავარია განეწყოთ ოპტიმისტურად და სწორად ჩამოაყალიბოთ საკუთარი სურვილები.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, გასართობი ღონისძიებებისა და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად. თუმცა არ ღირს ხელმძღვანელებთან კამათი და ზედმეტად აქტიურობა, აკონტროლეთ ბიუჯეტი და მაქსიმალურად გაუფრთხილდით ფულს, ძვირფას ნივთებს.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, თვალებს და ფეხის კუნთებს.
ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა ლომისა და საწორისთვის, შედარებით დაძაბული დღე ელით კუროს და მორიელს.
