ენერგიის, საქმეების მმართველი პლანეტა მარსი 27 აგვისტომდე რეტროგრადული ანუ უკან მოძრავი იქნება, რაც კონფლიქტს გაამწვავებს როგორც ადამაინებს, ისე ორგანიზაციებს და ქვეყნებს შორის. შეიქმნება სხვადასხვა ტიპის ტექნიკური პრობლემა, შეფერხდება გადაადგილება. მოგიწევთ ძველ და დაუსრულებელ საქმეებს დაბრუნება, შეცდომების გააზრება და გამოსწორება. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფი, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის, სამშენებლო მასალის და უძრავი ქონების შესაძენად.
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ენდოკრინულ სისტემას, მათ შორის ფარისებრ ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – ყავისფერი, ლიმონისფერი და ცისფერი, ლურჯი და მწვანე, ასევე აგატი, მალაქიტი და ონიქსი, ზურმუხტი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კირჩხიბისთვის, ქალწულისა და თხის რქისთვის, რთული დღე ელით ვერძს, ტყუპებს და მერწყულს.
