LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჩხენკელი: მინდა, შობის დღესასწაული მივულოცო ყველას, ვინც მას 7 იანვარს აღნიშნავს, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს

148
BeFunky-collage (3)

განათლებისა მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, განათლების სფეროს წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს შობის დღესასწაულს ულოცავს.

„მინდა, შობის დღესასწაული მივულოცო ყველას, ვინც მას 7 იანვარს აღნიშნავს, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს.

მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში მართლაც გამორჩეული დღესასწაულია – ის გახლავთ მომავლის იმედის, სიკეთისა და ერთობის სიმბოლო. სწორედ ურთიერთთანადგომა და ერის ერთსულოვნება გვაძლევს საქართველოს უკეთესი მომავლის შენებისა და დასახული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მჯერა, შობის დღესასწაული და ახალი 2023 წელი სიხარულის, წინსვლისა და წარმატების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის.

კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ შობას, ჯანმრთელობას, წინსვლასა და კეთილდღეობას გისურვებთ“, – აღნიშნავს მიხეილ ჩხენკელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g