LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ გიორგაძე სამსახურს დაუბრუნდა – პირველი ფოტო

misha-giorgadze

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, კულტურისა და განათლების მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე სამსახურს დაუბრუნდა. სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა, კახი კანდელაკმა გაავრცელა ფოტო, რომელიც გიორგაძის კაბინეტშია გადაღებული. სამედიცინო მიზნით, მას პირბადე უკეთია. ის ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესშია და შესაბამისად, მოფრთხილება სჭირდება, თუმცა სამსახურს დაუბრუნდა.

რასაკვირველია, ამ ფოტომ დიდი სიხარული გამოიწვია მის მეგობრებსა და გულშემატკივრებს შორის.

შეგახსენებთ, მიხეილ გიორგაძე, მძიმე ავარიის შემდეგ, ჯერ საქართველოში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა და ის სტამბოლში გადაიყვანეს, სადაც მისი დახმარება შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g