LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ხიდურელი: „დღეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის განხორციელება ახალ ეტაპზე გადავიდა“

627
მიხეილ ხიდურელი

თბილისში „იგლ ჰილს საქართველოს” ოფისისა და საპრეზენტაციო სივრცის საინაუგურაციო ცერემონია გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელი მოჰამედ ალი ალაბარი დაესწრო.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი. მისი თქმით, „იგლ ჰილსთან“ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მრავალთვიანი სამუშაო პროცესის შედეგია.

„დღეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის განხორციელება ახალ ეტაპზე გადავიდა. პატივი გვქონდა, გვემასპინძლა საინვესტიციო მიმართულებით უმსხვილესი „ემაარ ჯგუფი“-ს დამფუძნებლისა და მმართველი დირექტორისთვის – მოჰამედ ალი ალაბარისთვის. ასევე, დღეს უკვე ოფიციალურად გაიხსნა დეველოპერული კომპანიის „იგლ ჰილსის“ საპრეზენტაციო სივრცე. პროექტი, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, უპრეცედენტოა ქვეყნისათვის და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ამასთან, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

6.5 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის უმსხვილესი ინვესტიცია თბილისში, კრწანისის რაიონში და ბათუმის სიახლოვეს, გონიოს ტერიტორიაზე 2 დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს. პროექტების ფარგლებში, თბილისსა და ბათუმის მიმდებარედ განვითარდება თანამედროვე, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა. ასევე, ბათუმში აშენდება იახტების ნავმისადგომიც, რაც საზღვაო ქალაქს სრულიად ახალ, თუმცა ბუნებრივ ეტაპზე გადაიყვანს.

Dio magti 5g