LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ რამიშვილი და მარიამ ჯიშკარიანი დევნასა და უკანონო თვალთვალზე საუბრობენ: “ამგვარი მეთოდებით მოქმედებს რუსული სპეცსამსახურები”

283
Untitled-20

“ემპათია” ექსპერტების და ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის დევნასა და უკანონო თვალთვალზე საუბრობს. იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ლემონჯავა ამბობს, რომ უკანასკნელ ხანში ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სამუშაო ოფისთან უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეოგადაღება მიმდინარეობს.

უფლებადამცველისა და ექსპერტების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების ფაქტების შესახებ ცენტრ „ემპათიაში“ საგანგებო განცხადება დღეს გაკეთდა.

ცენტრის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი მიმდინარე პროცესს გახმაურებულ საქმეებთან მათ კავშირს უკავშირებს.

“ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სამუშაო ოფისთან მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეოგადაღება. სასამართლო სამედიცინო ექსპერტ გალინა კარმუშინას მიმართ ხორციელდება დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოქმედებები, როგორც უშუალოდ, პირისპირი კომუნიკაციისას, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით. არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიასა“ და მისი პრეზიდენტის მიმართ ადგილი აქვს პროსახელისუფლებო ექსპერტების მიერ სატელევზიო ეთერების მეშვეობით თავდასხმებს, ყველა ზემოთხსენებული პირის მიმართ ადგილი აქვს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ასობით რეგისტრირებული მომხარებლის, „ტროლებისა“ და „ბოტების“ მიერ კოორდინებულ, არაავთენტურ ქცევას, რომლთა მიზანია ცენტრ „ემპათიას“ და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის პატივისა და ღირსების, პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის შელახვა, საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაცია” – განაცხადა ლემონჯავამ.

ექსპერტმა მარიამ ჯიშკარიანმა დღევადელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესების, მათ შორის ბაჩალიაშვილის მამის დაშანტაჟბის უკან რუსული სპეცსამსახური დგას. მისივე თქმით, ანალოგიური მეთოდი საბჭოთა კავშირის პერიოდის სპეცსამსახურებისთვისაა დამახასიათებელი.

„ვის ინტერესში შედიოდა, როდესაც ბაჩალიაშვილის მამას ურეკავდნენ და აშანტაჟებდნენ? კომპიუტერი არ იყო გახსნილი და ოჯახს ურეკავდენენ და აშანტაჟებდნენ იმის გამო, რომ მოითხოვეს აქციებით თავისი შვილის მოძებნა. ეუბნებოდნენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილს პრობლემები ჰქონდა. რას ნიშნავს ეს, ხომ არ იცით? ეს არის ადამიანების დაშინება და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ამგვარი მეთოდებით მოქმედებს რუსული სპეცსამსახურები, ამგვარი მეთოდებით მოქმედებდა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები. ეს უნდა შეწყდეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ“ – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

პოლიციელის განცხადებით, მას არ უთქვამს ფრაზა, რომ ბაჩალიაშვილი “შარში იყო”

რაც შეეხება გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პოზიციას. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვას ითხოვს.

“უნამუსოდ იტყუება, არ ვენდობი გამოძიებას” – ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.  საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები