LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უნამუსოდ იტყუება, არ ვენდობი გამოძიებას” – ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

135
BeFunky-collage (6)

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა აცხადებს, რომ ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე ტყუის და მათ შორის საუბარი ნამდვილად შედგა. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და არ გამორიცხავს აღნიშნული ჩანაწერის წაშლის ვარიანტსაც. გარდაცვლილი გოგონას მშობელი საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას მოითხოვს.

,,ჩემი მოთხოვნაა კომპიუტერი გახსნას გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და პროცესს აუცილებლად დაესწროს ჩვენი ადვოკატი. ჯერ მეუბნება, ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, აგერ მაგ ამბავზე ვმუშაობო, ვა შენი გოგო რა დიდი პრობლემის წინაშე არიო, მე ვურეკავ იმის მერე და აღარ მპასუხობს და ახლა გამოდის და ტყუილიაო. არ ვენდობი გამოძიებას, იმიტომ ადამიანი უნამუსოდ იტყუება, ყველაფერი მოსალოდნელია მაგათგან, შეიძლება წაშალეს”, – აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

ჩაერთვება თუ არა ბაჩალიაშვილის საქმეში FBI: პროგრამისტის გარდაცვალება რუსულ სპეცსამსახურს უკავშირდება?

შეგახსენებთ, რომ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ადვოკატთან ერთად საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვა მოითხოვა. გამოძიების ინფორმაციით, დღემდე ვერ ხერხდება თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის გახსნა. გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მამამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას გამომძიებელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი შვილი დიდი პრობლემის წინაშე იყო. საგამოძიებო უწყებამ აღნიშნული პირი უკვე დაკითხა, თუმცა მან ბაჩალიაშვილის მიერ ნახსენები სატელეფონო ზარის და საუბრის არსებობა კატეგორიულად გამორიცხა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში, გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები