LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, შიმშილობა ჩემთვის არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც ამ რეჟიმმა დამიტოვა – ვაფასებ მამობრივ ზრუნვას

251
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მამამისის მოწოდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა შიმშილობა ბრძოლის ერთადერთი ფორმაა.

„ნიკა, ძვირფასო, ბავშვობიდან არამხოლოდ მამა, არამედ ჩემი მთავარი მკურნალი იყავი. სამწუხაროდ, შიმშილობა ჩემთვის არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც ამ რეჟიმმა დამიტოვა.

ახლა ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი თავი და ჯანმრთელობა. ვაფასებ შენ მამობრივ ზრუნვას, მაგრამ მგონი იცი, რომ სანახევროდ არასდროს არაფერს ვაკეთებ“, – წერს სააკაშვილი მიმართვაში, რომელიც ციხიდან „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ, სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიის თანდასწრებით წაიკითხა.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

სააკაშვილის მამის მიმართვა: იცოდე, შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. გთხოვ, შეწყვიტე, მოიკრიფე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-8 დღეა შიმშილობს, პენიტენციური სამსახურის ცნობით, ის თავს კარგად გრძნობს, ამჟამად უტარდება მკურნალობა, იმყოფება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g