LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: „საქართველომ აჩვენა უმაღლესი კლასი, არა მხოლოდ ჩვენმა ფეხბურთელებმა, არამედ გულშემატკივარმა რომელმაც აჩვენა ერთიანობა, სიამაყის სულისკვეთება“

200
მიხეილ სააკაშვილი

„საქართველომ აჩვენა უმაღლესი კლასი“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში ვიდეო-ჩართვისას განაცხადა და ეროვნულ ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მიულოცა.

ექსპრეზიდენტმა გულშემატკივრების როლზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათ სიამაყე და სულისკვეთება აჩვენეს:  

„მინდა დავიწყო მოლოცვით, იმიტომ რომ ჩემი პატიმრობის რთული სიტუაციიდან გამომდინარე გუშინდელი საღამო, გუშინდელი ღამე იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წუთები ჩემ ცხოვრებაში ამ ბოლო წლების განმავლობაში.

საქართველომ აჩვენა უმაღლესი კლასი, არა მხოლოდ ჩვენმა ფეხბურთელებმა, რომლებიც უმაგრესები არიან მართლაც, არ ვიცი რომელი დავასახელო, არამედ ჩვენმა გულშემატკივარმა რომელმაც აჩვენა ერთიანობა, სიამაყის სულისკვეთება, ეროვნული სიამაყე არ არის ზოგადი მცნება, ეს არის ის რაზეც დგას ყველაფერი, რასაც მე ვემსახურები“. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ჩართვა პოლიტიკური მართლმსაჯულების მორიგ პროცესზე

ჩართვა პოლიტიკური მართლმსაჯულების მორიგ პროცესზე

Posted by Mikheil Saakashvili on Wednesday 27 March 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები